სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მე­ო­რე კო­ლე­გი­ამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა №1609 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი („ბუდუ შე­ყი­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ“). ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი ნორ­მის შე­სა­ბა­მი­სად, პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია სა­პენ­სიო ასა­კის − 65 წლის მიღ­წე­ვა, ხოლო პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბა ქა­ლებს წარ­მო­ე­შო­ბათ 60 წლი­დან.
მო­სარ­ჩე­ლის პო­ზი­ცი­ით, პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის კონ­ტექ­სტში ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი არ­სე­ბი­თად თა­ნას­წორ სუ­ბი­ექ­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ. კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ფორ­მირ­დე­ბა სა­პენ­სიო ფონ­დი, რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლი ქალი, ისე კაცი, თა­ნა­ბა­რი მო­ცუ­ლო­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს. ამას­თა­ნა­ვე, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა მა­მა­კაც­თა რა­ო­დე­ნო­ბას რო­გორც და­ბა­დე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, ისე სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის სა­პენ­სიო ასა­კის 5 წლით უფრო გვი­ან გან­სა­ზღვრა წარ­მო­ად­გენს სქე­სის ნიშ­ნით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია გო­ნივ­რუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მარ­თლე­ბა, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას.

„მო­პა­სუ­ხე მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფოს ფარ­თო დის­კრე­ცია გა­აჩ­ნია. მო­პა­სუ­ხის მი­თი­თე­ბით, ქა­ლებს ხში­რად უწევთ არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ხოლო ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო მათ კა­რი­ე­რა­ში ჩნდე­ბა წყვე­ტე­ბი, რაც ამ­ცი­რებს სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს. ამას­თა­ნა­ვე, ად­რე­უ­ლი სა­პენ­სიო ასა­კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო სხვა­ო­ბით და იმ სტე­რე­ო­ტი­პე­ბით, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე და­წი­ნა­უ­რე­ბას აფერ­ხებს. ამ­დე­ნად, მო­პა­სუ­ხის გან­მარ­ტე­ბით, სა­და­ვო რე­გუ­ლი­რე­ბა ქა­ლებ­სა და კა­ცებს შო­რის სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უთა­ნას­წო­რო­ბის და­ბა­ლან­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ნორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს გან­სხვა­ვე­ბულ მო­პყრო­ბას შე­სა­და­რე­ბელ სუ­ბი­ექ­ტებს, ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის, ხოლო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის ნი­შანს სქე­სი წარ­მო­ად­გენს. თა­ვის მხრივ, რამ­დე­ნა­დაც სქე­სი არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტით სა­ხელ­დე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ნი­შა­ნი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მო­პყრო­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლო­ბის სა­კი­თხი მკაც­რი ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ა­ფა­სა.