60 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძე. ინ­ფორ­მა­ცი­ას ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრი აქ­ვეყ­ნებს.

“1988 წელს სე­უ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე ვლა­დი­მერ გო­გო­ლა­ძემ ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში (გუნ­დუ­რი).1984 წელს ახალ­გაზ­რდებს შო­რის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და ღერძზე და თა­ვი­სუ­ფალ ვარ­ჯიშ­ში (ვერ­ცხლი – მრა­ვა­ლ­ჭიდ­ში). 1985 წელს ის მრა­ვა­ლ­ჭიდ­ში და ორ­ძელ­ზე ვარ­ჯიშ­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი იყო.
ლადო გო­გო­ლა­ძე 2003 წელს და­ჯილ­დოვ­და ვახ­ტანგ გორ­გას­ლის II ხა­რის­ხის ორ­დე­ნით, 2018 წელს კი ბრწყინ­ვა­ლე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო ორ­დე­ნით.მან მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა შე­ას­რუ­ლა სამ­მა­გი მა­ლა­ყი.

სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში მისი სა­ხე­ლო­ბის ორი ელე­მენ­ტია, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერთი შე­ტა­ნი­ლია ქუ­ლა­თა მი­ნი­ჭე­ბის მოქ­მედ სის­ტე­მა­ში.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტან­ვარ­ჯი­შის გან­ვი­თა­რე­ბის სპორ­ტუ­ლი ცენ­ტრის სა­ხე­ლით სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და ტან­ვარ­ჯი­შის სამ­ყა­როს ამ უდი­დე­სი და­ნა­კარ­გის გამო”, – ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.