დღეს ქუთაისში გუგუნავაზე ქვეითს ზებრაზე ავტომობილმა დაარტყა.

გოგონა როგორც ეხლა გავიგე დაიღუპა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეგი კაკაბაძე წერს.

,,დღეს ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის გადაგვიარეს ავტომობილებმა რაფაელოდან გამოსულებს.

ისე გავბრაზდი მძღოლს ვაგინე.

სწორედ რამდენიმე საათში მოხდა ეს უბედური შემთხვევაც.

გასულ კვირასაც ზუსტად იმავე ზებრაზე ლამის ბოდიში მომახდევინეს ქვეითს ისე გაბრაზებით მიყურებდნენ მძღოლები.

ხო, ზებრასთან უნდა დაამუხრუჭოთ ეს დე…ფეთქებული. უნდა დაამუხრუჭოთ და გაატაროთ ქვეითი.

უნდა დაამუხრუჭოთ და ეს არის კანონით განსაზღვრული და თქვენი ვალი კი არ გვაქვს ქვეითად მოსიარულეებს, დაბღვერილი რომ იყურებით ავტომობილებიდა.

ხომ შეიწირა ვიღაც უპასუხისმგებლო ნაძირალამ უდანაშაულო გოგო.- წერს მეგი კაკაბაძე.

ავარიის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.