თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე, რესტორან "ორი ტონას" გამწოვ სისტემაში დაკვამლიანებაა.

როგორც ,,პრაიმტაიმს" უთხრეს ადგილზე უკვე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.

ამ დროისთვის სხვა დეტალები, მათ შორის, დაკვამლიანების გამომწვევი მიზეზი, უცნობია. 

განახლება: ხანძარი ლიკვიდირებულია